ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ - სასწორზე ჩვენი დემოკრატია დევს - Palitra News

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ - სასწორზე ჩვენი დემოკრატია დევს

2024-10-23 10:47:12+04:00

დონალდ ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-ჰემფშირში, საარჩევნო კამპანიის ოფისში განაცხადა.

„ჩვენ ის უნდა გამოვკეტოთ. პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი აშშ-ის კონსტიტუციის პრინციპებს პატივს არ სცემს.

„სასწორზე ჩვენი დემოკრატია დევს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.