რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და, საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით. რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება სამი მონაკვეთი , მათ შორის, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით.საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სულ შენდება 52 კმ-იანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.