ჯიმ რიშის განცხადებით, ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი აპირებს - Palitra News

ჯიმ რიშის განცხადებით, ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი აპირებს

2024-10-23 09:21:29+04:00

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი აპირებს. სენატორმა ჯიმ რიშმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი აგზავნის ძლიერ გზავნილს კონგრესისგან, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი ისწრაფვიან ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ.