„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ქუთაისში პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. დავითაიამ ამომრჩევლებთან პარტიის პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პარტიის მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.