რუსეთი სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ძალადობა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.
ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ წინ წევს გაფართოებულ რუსეთ-საქართველოს ორმხრივ კავშირებს, როდესაც მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.
“კრემლის სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს რუსეთის ძალადობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
“ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, რომ კრემლი ურჩევნია, აშკარად წინ წევს გაფართოებულ რუსეთ-საქართველოს ორმხრივ კავშირებს, მაშინ, როდესაც მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.
“ქართული ოცნების” რიტორიკაში ეს ცვლილება შესაძლო მონახაზს იძლევა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და შესაძლო შერიგებისა, რუსეთის პასუხისმგებლობის გარეშე, რაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მისი დასავლური ორიენტაციისგან”, - წერია განცხადებაში.