ეუთო/ოდირი მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ქვეყანა ბევრი მიმართულებით არის გაკრიტიკებული. დასკვნაში ნათქვამია, რომ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი კარგად ორგანიზებული იყო, მონაწილე კანდიდატებს აგიტაციის წარმოება თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა უკანონო საგარეო ჩარევისა და აქტიური დეზინფორმაციის საფრთხე არსებობდა. ამან პროცესის მთლიანობა დაარღვია. გარდა ამისა, კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პირობებით არ სარგებლობდნენ. გარდა ამისა, ეუთო/ოდირი აკრიტიკებს მოლდოვას იმაში, რომ საარჩევნო დავების ეფექტური გადაწყვეტა რამდენიმე სადავო შემთხვევისას შეზღუდული იყო. დარღვეული იყო აგრეთვე მათი განხილვის ვადები. ოფიციალური შედეგების მიხედვით, 20 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში კონსტიტუციაში მოლდოვის ევროპული მომავლის შესახებ დებულების შეტანას მხარი ამომრჩეველთა 50.46%-მა, დაუჭირა, ხოლო 49.54% წინააღმდეგ წავიდა.