პროკურატურამ ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს ბრალდება ოფიციალურად წაუყენა - Palitra News

პროკურატურამ ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

2024-10-22 20:44:45+04:00

პროკურატურამ ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს ბრალდება ოფიციალურად წაუყენა. მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორებას უკავშირდება. მკვლელობის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ. პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.