სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნა. ამ ფაქტს ოპოზიცია გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ქმედებას „წარუმატებელი პროექტი“ უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება იმითაა განპირობებული, რომ მოქმედ მთავრობას ნებისმიერი შესაძლო გზით უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია შესაძლო კრიტიკისა და პასუხისმგებლობა თავიდან არიდება.