ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის სანქციებს აღარ ელოდება - როგორ გამოეხმაურნენ ივანიშვილის ინტერვიუს ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის სანქციებს აღარ ელოდება - როგორ გამოეხმაურნენ ივანიშვილის ინტერვიუს ქართველი პოლიტიკოსები

2024-10-22 20:35:52+04:00

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის სანქციებს აღარ ელოდება, რადგან, როგორც თავად მიიჩნევს, სანქციების ავტორებმა უკვე გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება. ამავდროულად, ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიასა და მისი პარტიის წევრების გასამართლების შესახებ საუბრისას გახარიას "გარეწარი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი გასამართლების მიზნით "სასამართლოს დონეზე უკვე არსებობს ე.წ. „დალაგებული დოკუმენტები“.