თუ კი ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაემუქრა, გახარიას პარტიის შემთხვევაში, ლიდერებიდან პარტიის წევრებზეც გადავიდა და მათაც დავიჭერთო - ეს იყო გამიზნული ქმედება იმისთვის, რომ ის, რაც აკლია “ქართულ ოცნებას,” ანუ ელექტორატი, ამის ხარჯზე შეივსოს , - ამის შესახებ “აირჩიე ევროპის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.