ჯანდაცვის მინისტრმა თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და 3 კორპუსში შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის - სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც.