საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

2024-10-22 15:46:12+04:00

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.