ევროკავშირის მხარდაჭერით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“, წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელიც შეეხება ფარული თვალთვალის მექანიზმების სასამართლო ზედამხედველობასა და ასევე სოციალურ მედიაში მთავრობის მხარდაჭერით გავრცელებული ანტიდასავლურ ნარატივებს. კვლევის მეორე ნაწილში აღწერილია სოცმედიაში გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც, ამ კვლევის თანახმად, მთავრობის მხარდაჭერით ვრცელდება. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა - მან სასამართლო სისტემის ხარვეზები და მესამე სექტორზე ზეწოლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.