საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება. ოპოზიციაში კვლავ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ამ დროს დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ოპოზიციის განსაკუთრებული ყურადღება სარეკლამო პროპაგანდის აგრესიულმა კამპანიამ მიიპყრო, რომლის მიზანიც, მათი აზრით, ამომრჩეველზე მანიპულაციაა. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ გზავნილებთან დაკავშირებით მედიის განვითარების ფონდმა კვლევა წარადგინა. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკოსები.