ბინის ფასი ყველაზე მეტად სამგორში გაიზარდა. „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, 1 კვ.მ-ის ფასი როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში გაიზარდა. ამავე კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში დედაქალაქში 3 138 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, ხლო საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კვ.მ-ზე ძველ პროექტებში 999 დოლარი, ახალ პროექტებში კი 1 263 დოლარი შეადგინა. პირველადი გაყიდვების შემთხვევაში კი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1 301 დოლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველადი ბაზრის, თეთრი კარკასის ბინის ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია თბილისის ყველა უბანში. როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება სამგორში გაძვირდა, თითქმის 16%-ით შარშანდელთან შედარებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა ბინის ფასი ვაკეში, თუ შარშან საშუალო ფასი 1 კვარდატულ მეტრზე ამ უბანში 1993 დოლარი იყო, წელს უკვე 2271 დოლარია. 8%-ით არის გაზრდილი საცხოვრებელი უძრავი ოქნების ფასი საბურთალოზე, 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში და 12%-ით გაძვირდა დიდ დიღომში.