მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა 1 000 000 მიწის ნაკვეთი, თუმცა გაცილებით მეტი, მილიონ ნახევარი აიზომა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი), უსასყიდლოდ, მიმდინარეობს. რეფორმის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.