ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნციის ფასმა 2 735 დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის შეფასებით, ოქროს ფასი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ესკალაციისა და აშშ-ში სულ უფრო დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე იზრდება. საერთაშორისო ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ოქროს ფიუჩერსები უნციაზე, საშუალოდ, 3 000 დოლარამდე გაიზრდება. მათი ვარაუდით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის განაკვეთების შემცირების ციკლი დოლარს შეასუსტებს, ხოლო დოლარის კურსის დაწევა ოქროს შეძენას უფრო ხელსაყრელს გახდის, რადგან მისი ფასი ამერიკულ ვალუტაში განისაზღვრება. ამასთან, ოქროზე ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად ძლიერი რჩება. შედეგად, მომდევნო 12 თვეში უნციაზე ფასი 2,900 დოლარს მიაღწევს.