ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტია 10 წლიან მინიმუმზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, თუმცა თითქმის 10 წლის თავზე, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის 9 თვის მონაცემებს აჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 43.1%-ით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით საქართველოდან ევროკავშირში ძირითადად თხილი და სხვა კაკალი, სპილენძის მადნები, აზოტოვანი სასუქები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და ყურძნის ნატურალური ღვინოები გადის.