ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 32 ათასით გაიზარდა. PMCG-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა და თითქმის 770 ათასი ადამიანი შეადგინა. 2024 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი გაყიდვების მიმართულებით იყო დასაქმებული და მათი რაოდენობა 219 ათასს შეადგენდა. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგ პოზიციაზეა მრეწველობის სექტორი, მას მოსდევს ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, მშენებლობა, ტრანსპორტი და მომარაგება, პირველ ხუთეულს კი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო კრავს.