ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა - Palitra News

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

2024-10-22 12:44:40+04:00

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში ისრაელის გარდა იორდანიასა და კატარს ეწვევა.

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეთერთმეტე ვიზიტია.