საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა ისაუბრა. პიტერ სტანო ყურადღებას საქართველოს ევროინტეგრაციასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს. ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბოლოდროინდელ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ. ამ საკითხზე ასევე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც ისაუბრა. როგორია მისი შეფასება და კონკრეტულად რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები.