საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება. ოპოზიციაში კი კვლავაც წინასაარჩევნო პროცესის დარღვევებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას საფრთხეს უქმნის. ოპოზიციის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო სარეკლამო პროპაგანდის აგრესიულმა კამპანიამ, რომლის მიზანიც, მათი შეფასებით, ამომრჩეველზე მანიპულაციაა.