აშშ-ში, ჰიუსტონის შტატში, ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა. შვეულმფრენი რადიოკოშკს შეეჯახა - ის ჩამოვარდნისას აფეთქდა. ოფიციალური პირების განცხადებით, შვეულმფრენი ელინგტონის ველიდან აფრინდა, კატასტროფა კი დილის 8 საათზე განიცადა. ჰიუსტონის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, რადიოს კოშკი მთლიანად განადგურდა, მაგრამ ახლომდებარე სახლები არ დაზიანებულა. ავარიის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდა.