ისრაელმა ბეირუთში მდებარე საავადმყოფოს ქვეშ აღმოაჩინა „ჰეზბოლას“ ბუნკერი, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე აჩვენა „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ერთ-ერთი ბუნკერი, რომელიც ბეირუთში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს. მან აღწერა, თუ როგორ გადასცემს ირანი ფულს „ჰეზბოლას“ და რა გზებით აფინანსებს დაჯგუფება თავის ოპერაციებს. ჰაგარის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები აკვირდებიან ობიექტს და გააგრძელებენ მასზე თვალთვალს. კონტრ-ადმირალმა ეს დეტალები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ისრაელმა 21 ოქტომბერს „ჰეზბოლას“ ფინანსურ ინსტიტუტებზე იერიში მიიტანა.