რუსეთის ტულასა და ბრიანსკის ოლქებში, დრონებით თავდასხმის გამო, აფეთქებები მოხდა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ თბოელექტროსადგურის მიდამოში, ეფრემოვის ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა. დრონით თავდასხმა ასევე დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქის სუზემსკის რაიონში მდებარე თბოელექტროცენტრალზე, რის შედეგადაც სპირტის ორი ქარხანა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყვა.