ევროკავშირი გამოეხმაურა მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს - Palitra News

ევროკავშირი გამოეხმაურა მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს

2024-10-22 09:32:01+04:00

ევროკავშირი გამოეხმაურა მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის მხარდაჭერა გააძლიეროს. მისივე თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნები და რეფერენდუმი წარმატებით ჩაატარა. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კონსტიტუციაში მოლდოვის ევროპული მომავლის შესახებ დებულების შეტანას მხარი ამომრჩეველთა 50.46%-მა დაუჭირა, ხოლო 49.54% წინააღმდეგ წავიდა.