ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - Palitra News

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2024-10-22 09:29:07+04:00

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის საგარეო კურსს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ხელისუფლების ოპოზიცია გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიმდინარე პროცესი იქამდე არ შეიცვლება, ვიდრე ქართველი ხალხი სწორ არჩევანს არ გააკეთებს. მათი შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლმენრო არჩევნებზე საზოგადოებამ ხმა ჯანსაღ და სწორად მოაზროვნე ხელისუფლებას უნდა მისცეს.