ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან მანამ, სანამ ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, ისევე როგორც მოლდოვასთან, საქართველოსთანაც მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. მანვე იმის იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობა განახლდება, თუკი დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.