საქართველოს მთავრობამ, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა შეაფერხოს.