ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას შესაძლო სანქცირებაზე ჰკითხა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ განცხადებები "შანტაჟის შემცველია" და მას "გლობალური ომის პარტიის მხრიდან კოორდინირებული" უწოდა. ივანიშვილის სიტყვებით, ის სანქციებს აღარ ელოდება, რადგან, როგორც თავად მიიჩნევს, სანქციების ავტორებს უკვე გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება. მისივე ცნობით, ელჩთან ეს შეხვედრა უკვე შეთანხმებულია. მანვე აღნიშნა, რომ სინგაპურის სასამართლო დავის მოგების შემდეგ, მან აშშ-ის ელჩს "მყისიერად" დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიასა და მისი პარტიის წევრების გასამართლების შესახებ ისაუბრა. ივანიშვილმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას "გარეწარი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი გასამართლების მიზნით "სასამართლოს დონეზე უკვე არსებობს ე.წ. „დალაგებული დოკუმენტები“.