არსებული ინფორმაციით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორმა კანდიდატმა დატოვა. გაერთიანების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მამუკა გამყრელიძის განცხადებით, მათი გუნდიდან 2 წევრის წასვლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგია. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების მიზანი ოპოზიციის დასუსტება და ხელოვნური კრიზისის შექმნაა. ამ თემას მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.