გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2024-10-19 14:37:47+04:00

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.