კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა - Palitra News

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

2024-10-18 14:48:28+04:00

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.

თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგარდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის "თბილისის კონცერტინოს" დირექტორი.

პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბეტს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.