კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება - Palitra News

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება

2024-10-17 12:36:20+04:00

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება. ამის შესახებ ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალურ მიგრაციასა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.