"გამღები" - თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის, დისტოპიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1993 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცელობა Houghton Mifflin-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის მიხედვით მოქმედება ახლო მომავალში, დედამწაზე ვითარდება, იქ სადაც ყველა თანასწორია, ყველას აქვს საქმე და სამუშაო, სადაც კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. ეს არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი. ყველა ერთნაირია და ყველა შავთეთრად ხედავს. 12 წლის ასაკში აქ მცხოვრები თითოეული მოზარდი იღებს მისთვის წინასწარ დადგენილ ცხოვრებისეულ დანიშნულებას. წიგნის მთავარ გმირს 12 წლის ჯონასს კი საგანგებო მისია ერგება, რომლის განხორციელებისთვისაც, სასწავლებლად იდუმალ მოხუცთან ანაწილებენ. ჯონასი მოხუცთან ურთიერთობის შემდეგ ნელნელა ფერების აღქმას იწყებს და აღნიშნული სამყაროს წინააღმდეგ პროტესტი უჩნდება.ლოის ლოური დაიბადა 1937 წლის 20 მარტს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში რობერტ და კეტრინ ჰამერსბერგების ოჯახში. მწერალს ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და , რამაც მასზე დიდი გავლენა იქონია. სწორედ მაშინ დაწერა ლოისმა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით „ ზაფხული სიკვდილისთვის „ რომელიც გვიყვება გოგონაზე ,რომელიც უფროს დას კარგავს. პირველი წიგნის გამოცდილებამ მწერალს ბიძგი მისცა , რომ გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა და შეექმნა სხვა ნაწარმოებებიც. საბოლოო ჯამში ლოის ლოურიმ მისი კარიერის განმავლობაში 30 მდე წიგნი დაწერა მოახერხა , რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა მას სწორედ გამღებმა მოუტანა. წიგნი გამოცემისთანავე ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელებს შორის დაიკავა ადგილი. ის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ხუთეულში რამდენიმე კვირის მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას. გამოცემიდან 10 წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.