ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება - მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერი საუბრობს - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება - მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერი საუბრობს

2024-10-17 09:44:22+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერი საუბრობს. ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესი უკვე დაიწყო. გაიხსნა საოპერაციო სასაწყობე სივრცეც, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების შემოწმება მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე იყოს ადმინისტრირებული.