ყაზახეთის პრეზიდენტი - ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს - Palitra News

ყაზახეთის პრეზიდენტი - ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს

2024-10-16 16:54:29+04:00

ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პრესმდივანმა, ბერიკ უალიმ განაცხადა.

ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს.

„ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ამასთან, უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.