თინა ბოკუჩავა - 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც იქნება ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი - Palitra News

თინა ბოკუჩავა - 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც იქნება ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი

2024-10-16 15:49:54+04:00

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გიორგი ვაშაძესთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ლანჩხუთში იმყოფება. თინა ბოკუჩავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც გურიიის მოსახლეობას აწუხებს. ასევე საუბარი შეეხებოდა იმ ცვლილებებს, რომელსაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ბოკუჩავას თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გააუამებს რუსულ კანონს და დაიწყებს უსწრაფეს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.