რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა - Palitra News

რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

2024-10-16 11:30:06+04:00

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყენას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.