მეთიუ მილერი - გვსურს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს - ახლოდან დავაკვირდებით - Palitra News

მეთიუ მილერი - გვსურს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს - ახლოდან დავაკვირდებით

2024-10-15 22:47:46+04:00

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად.

“გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით”, - განაცხადა მილერმა.