არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2024-10-15 21:06:58+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მიმდინარე წლის 1 ივნისიდან წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება. მისი განცხადებით, მონიტორინგის პირობებში „ქართული ოცნების“ აგიტატორებისა და მხარდამჭერთა მხრიდან დარღვევები გამოიკვეთა და ამის მაგალითია ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა, ასევე პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სიცრუის პროპაგანდა.