ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლიბანსა და ღაზას სექტორში 230-ზე მეტი ობიექტს დაარტყეს. ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმას ქალაქ აიტუში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ღაზას სექტორშიც. ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას ცენტრალურ ნაწილში საავადმყოფოს ეზოს დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, თავშესაფრად გადაკეთებული ახლომდებარე სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშის შედეგად კი, მინიმუმ, 20 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ღაზას ალ-შატის ბანაკის ეზოში დრონით თავდასხმას 5 ბავშვი ემსხვერპლა.