ზუსტად რვა საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი ალბანეთის ნაკრებს და რა მოლოდინები აქვთ გულშემატკივრებს - Palitra News

ზუსტად რვა საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი ალბანეთის ნაკრებს და რა მოლოდინები აქვთ გულშემატკივრებს

2024-10-14 20:40:17+04:00

რამდენიმე წუთში, ზუსტად რვა საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დისკვალიფიკაციის გამო, საფეხბურთო დაპირისპირებას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. ნაკრების სხვა წევრები კი სრულ მზადყოფნაში არიან. ამინდის მიუხედავად საგულშემატკივროდ მზად არიან ქომაგებიც. როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი ალბანეთის ნაკრებს და რა მოლოდინები აქვთ გულშემატკივრებს.