ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს

2024-10-13 16:03:41+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ 10-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ისრაელის არმიის განცხადებით, მათმა ჯარებმა 10-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაჩინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და საბრძოლო მასალები. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ოპერაციებს ღაზის სექტორში, სადაც, მათი მონაცემებით, ერთ დღეში 40-მდე ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.