შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე თავდასხმები მიუღებელია - Palitra News

შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე თავდასხმები მიუღებელია

2024-10-11 15:49:37+04:00

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე თავდასხმები მიუღებელია. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს და ყველა მხარეს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს პატივი სცენ. მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მათ შტაბ-ბინას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი დაიჭრა. მომხდარს გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, ჰარი პრაბოვოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აყენებს ისრაელი თავის თავს საერთაშორისო კანონზე, დაუსჯელობასა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა.