კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები ემზადებიან და ცდილობენ გუნდურად შეიმუშაონ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. ოლიმპიადაზე ნამუშევრების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, კომპეტენტური ჟიური ორ გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს.