„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა, რომელიც ე.წ. წითელი ცირკულარით იძებნებოდა, გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ხეჩუაშვილმა გამომძიებლებს პირველი ჩვენება უკვე მისცა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა თუ ვისი დავალებით ააფეთქეს გივი თარგამაძე. რას აცხადებს მსჯავრდებული ხეჩუაშვილი, ვის ასახელებს პარლამენტის ყოფილი წევრის აფეთქების დამკვეთად და შეიძლება თუ არა, ველოდოთ დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას.