კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მედიასაშუალებებს - „იმედსა“ და რუსთავი 2“-ს მათი საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო რეკლამის არგაშვება „უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა“. მისივე თქმით, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად არ ჩაითვლება.