ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უცვლელი გზავნილებით ამჯერად ბათუმის მოსახლეობას შეხვდა. ნაციონალური მოძრაობის გასამართლების დაპირების პარალელურად ქართული ოცნების ლიდერებმა გარე ძალების ჩარევაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, აგენტურული ოპოზიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა და რეზოლუციებმა ჩანააცვლა. აღსანიშნავია რომ მმართველი გუნდის ლიდერების უცვლელ გზავნილებს ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. კიდევ რა გზავნილები ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ბათუმის მოსახლეობასთან და როგორ აფასებენ აღნიშნულ გზავნილებს ოპოზიციაში.