სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ - Palitra News

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ

2024-10-11 14:15:01+04:00

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.